საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას 5 კანდიდატი აგრძელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობისთვის ბრძოლას 5 კანდიდატი აგრძელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობისთვის გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე, 143 კონკურსანტიდან 5 პრედენტენტი გადავიდა.

Media.ge-ს ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს წევრების ყველაზე დიდი მოწონება მაუწყებლის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და გენერალური დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ბარათაშვილმა დაიმსახურა. მან ათი ხმა მიიღო. 8 წევრმა ხმა მისცა ნათია აბრამიას, რომელიც 2007 წლიდან დღემდე „ბი-ბი-სი“ -ს მსოფლიო ახალი ამბების პროდიუსერია.

სამეურვეო საბჭოს 7 წევრის ხმა დაიმსახურეს შპს „ივენთ მასტერსის“ მმართველმა პარტნიორმა თინათინ რუხაძემ,  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების მენეჯერმა მეგი თავდუმაძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა მართვის მენეჯმენტში ნიკოლოზ მახარაშვილმა.

სამეურვეო საბჭომ მეორე ტურში გადასასვლელი კანდიდატები 20 დეკემბერს გამოავლინა და გასაუბრება მეორე - მესამე დღეს 21 და 22 დეკემბერს დაუნიშნა. გასაუბრების შემდეგ  გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით დაამტკიცებს.

ღია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან  გიორგი ჭანტურიას გადადგომის შემდეგ გამოცხადდა.