წმინდა სინოდმა პატრიარქი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

წმინდა სინოდმა პატრიარქი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოვდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო და კათოლიკოს-პატრიარქს თხოვნით მიმართა.

„წმინდა სინოდმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქს და ერთხმად დაადგინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,  უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადების 80 წლისთავსა და აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ერის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის დაჯილდოვდეს საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი: წმინდა გიორგის ოქროს ორდენით" - აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ ოქმში.