ივანიშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას თუ დავიწყებდით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდებოდა

ივანიშვილი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას თუ დავიწყებდით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდებოდა

ამერიკელების და ევროპელების განცხადებებიდან მივხვდი, რომ თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებდით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდებოდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ „ამას არ ეხებიან".

„ამერიკელებმა და ევროპელებმა დამარწმუნეს, რომ არ ღირს ამ საკითხის წამოწევა და მათი განცხადებებიდანაც მივხვდი, რომ თუკი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებდით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ამის ახსნა გაგვიჭირდებოდა და გადავწყვიტეთ, რომ ამას არ ვეხებით. ვფიქრობ, არც მის უფლებებს შევეხებით" - აცხადებს ივანიშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, გადადგომის თაობაზე პრეზიდენტისადმი მოწოდება, რომელიც ულტიმატუმად შეფასდა, სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილისადმი მის მიერ მიცემულ