კბილაშვილი: ჩვენი ინიციატივაა ახლანდელი დაპატიმრებების საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

კბილაშვილი: ჩვენი ინიციატივაა ახლანდელი დაპატიმრებების საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

ნიკა გვარამიასა და სხვა მაღალჩინოსნების საქმეები სასამართლოში შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „დიალოგში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ყველაფერი გამოქვეყნდება, ხელისუფლება გამოვა ინიციატივით, რომ ახლანდელი დაპატიმრებების საქმეები როცა სასამართლოში წავა, განიხილონ და მოისმინონ ნაფიცმა მსაჯულებმა.

„გვინდა, რომ საპროცესო კოდექსი შეიცვალოს და ყველა ასეთი, ზოგიერთის აზრით პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი ღიად და საჯაროდ ჟიურიმ მოისმინოს, რომ თუ აქ ჩვენი მხრიდან სხვა რაიმე უკეთურობას აქვს ადგილი, აგერ ბურთი და აგერ მოედანი" - აღნიშნა კბილაშვილმა. 

მისივე თქმით, დამატებით, ხელისუფლებას სურს შეცვალოს კანონი და სასამართლოებზე ვიდეო გადაღება დაუშვას, რათა ყველამ ნახოს, რა პროცესებიც იქნება სასამართლოში.