სოზარ სუბარი: გვარამია, სანამ „რუსთავი 2“-ში გადავიდოდა,  დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო

სოზარ სუბარი: გვარამია, სანამ „რუსთავი 2“-ში გადავიდოდა, დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „რუსთავი2“- ის და განათლების ყოფილი მინისტრის, ნიკა გვარამიას დაკავების კომენტირებისას განაცხადა, რომ   ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ში გადასვლამდე დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო.

 „გვარამია, სანამ „რუსთავი 2“-ში გადავიდოდა, მანამდე მუშაობდა ძალიან მაღალ თანამდებობებზე და არ მოვერიდები შეფასებას, იყო იმ დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი და მუშაობდა იმ დანაშაულებრივი სისტემის ხელმძღვანელ რგოლში, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა, როდესაც ის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე. ასე რომ,  მისი დაკავება უკავშირდება მის წარსულ საქმიანობას“, - განაცხადა  სუბარმა.