პუტინი: გივი თარგამაძე ხელს უწყობს რუს მოქალაქეებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად

პუტინი: გივი თარგამაძე ხელს უწყობს რუს მოქალაქეებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად

 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ქართველი პოლიტიკოსი გივი თრგამაძე ხელს უწყობს რუსეთის მოქლაქეებს ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

„საგამოძიებო კომიტეტს პერსონალური მტრები არ ჰყავს. თარგამაძე არ არის რუსეთის ფედერაციის მტერი, ის ადამიანია,რომელიც ხელს უწყობს რუსეთის მოქალქეებს ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და მოაწყონ არეულობები.

ამას ნათლად და ობიექტურად აჩვენებს ის ვიდეოკასეტა, სადაც თარგამაძე ოპოზციონერებს ინსტრუქციებს აძლევს“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

შეგახსენებთ, ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ში საუბარია როგორ აფინანსებს და აძლევს ინსტრუქციებს ქართველი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე რუსულ ოპოზციიას და როგორ ცდილობს ის რუს ოპოზციონერებთან- სერგეი უდალცოვთან, ლეონიდ რაზვოზჟაევთან და კონსტანტინე ლებედევთან  ერთად “მილიონიანი მარშის“ დაგეგმავას.

რუსეთის საგამოძიები კომიტეტმა თხოვნით მიმართა ქართულ მხარეს გივი თრგამაძესთან დაკავშირებით,“სამართლებრივად ითანამშრომლოს“.