პუტინი: როცა მირტყამენ, მორალურად არ ვარ მზად,მეორე ლოყა მივუშვირო

პუტინი: როცა მირტყამენ, მორალურად არ ვარ მზად,მეორე ლოყა მივუშვირო

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თუ ერთხელ წამოგარტყეს თავში , უნდა უპასუხო, თორემ წამორტყმას აუცილებლად გააგრძელებენ.

„ჩვენ არ გვჭირდება არც ანტიამერიკული,არც ანტიდასავლური და არანაირი რიტორიკა, ის ყოველთვის საშიშია. ჩვენ და ან მე, როგორც ჩანს, არ ვართ კარგი ქრისიტიანები-როცა ერთ ლოყაში გვირტყამენ, უნდა მეორე მიუშვირო,მე კი ამისთვის მორალურად მზად არ ვარ.

ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობები გვქონდა, ის კი გაფუჭდა იმიტომ,რომ ჩვენ ერაყთან მიმართებაში სხვა პოზიცია გაგვაჩნდა,აქედან დაიწყო პრობლემები.

თუ წამოგვარტყეს, უნდა ვუპასუხოთ, თუ არადა ყოველთვის წამოგვარტყამენ.ადეკვატურია თუ არა ეს-ეს სხვა საკითხია“,–განაცხდა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2008 წლის შემდეგ,პირველად გაიმართა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის სრულებითაც არ თვლის,რომ ამერიკა რუსეთის მტერია.

„ამერიკა არ არის ჩვენი მტერი,.მე მინდა იმ თეზისს დავუბრუნდე, რომელიც ამერიკის 42–ე პრეზიდენტმა გააჟღერა–ჩვენ არ ვართ ერთმანეთის მტრები“–განაცხადა პუტინმა და აღნიშნა,რომ მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი იძულებული იქნება ამერიკის საპასუხოდ გარკვეული ზომები მიიღოს.