ნიკა გვარამიასა და სხვა დაკავებულების მხარდამჭერი მომდევნო აქცია სასამართლოსთან გაიმართება

ნიკა გვარამიასა და სხვა დაკავებულების მხარდამჭერი მომდევნო აქცია სასამართლოსთან გაიმართება

ნიკა გვარამიასა და სხვა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი მომდევნო აქცია სასამართლოსთან გაიმართება. ამის შესახებ დღეს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა განაცხადეს.

მათ მოქალაქეებს მიმართეს და აქციაზე მისვლისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, ისინი არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტას, გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა ქვეყანაში აღარ იყოს უკანონობა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. მათი თქმით, დღეს იყო გამაფრთხილებელი აქცია. მომდევნო აქცია გაიმართება სასამართლოსთან, როდესაც დაინიშნება გვარამიასა და სხვა პირების პროცესი.

აქცია პოლიციის სამმართველოსთან უკვე დასრულებულია.