ზაქარეიშვილი: აფხაზური ენის ოფიციალურ ენად გამოცხადება, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს შეიძლება წაადგეს, შეიძლება არა

ზაქარეიშვილი: აფხაზური ენის ოფიციალურ ენად გამოცხადება, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს შეიძლება წაადგეს, შეიძლება არა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვლი მიიჩნევს, რომ საქართველოში  აფხაზური ენის ოფიციალურ ენად გამოცხადება, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს შეიძლება წაადგეს, შეიძლება არა.

„ამ თემაზე არ მინდა ბევრი ვისაუბრო, რადგან საზოგადოებამ არ ჩათვალოს, რომ ეს საკითხი  აქტუალურია. ეს საკითხი დღეს, აქტუალური არაა, თუმცა კარგია, რომ ქართულ საზოგადოებაში მარცვალი ჩავარდა და კარგია,  რომ ამ საკითხზე  საზოგადოემამ მსჯელობა დაიწყო. სულ ცოტა ორი, სამი წელი ამაზე საუბარი შეუძლებელი იქნება, მაგრამ კარგია, რომ ამ მარცვალმა გაღვივება დაიწყო.

ერთადერთი,  რაც მნიშვნელოვანია, ოფიციალური ენა, არსებითად განსხვავდება სახელწმიფო ენისგან. ეს  ორი სხვადასხვა ცნებებია. ოფიციალური ენა, ძალიან ბევრ სახელმწიფოში არსებობს, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს ამ ფორმით.  ეს არის ერთ-ერთი ფორმა, როგორ შეიძლება ჩვენ, რაღაც საკითხები მოვაგვაროთ  აფზახურ მხარესთან. მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება ის ერთ-ერთი თემა იყოს,  რაც აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს შეიძლება წაადგეს, შეიძლება არა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს  სამსჯელო თემაა.