წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა

წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა.

საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განაცხადა, წმიდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე მამა გაბრიელი.

მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერს დაწესდა.

ამ წუთებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავის მოსალოცად იმყოფება, სადაც პარაკლის გადაიხდიან.