ზაქარეიშვილი: გვინდა, რომ მომავალი წლის გეგმებში ჩადებული იყოს უფრო ეფქტური მუშაობა ინტეგრაციის მიმართულებით

ზაქარეიშვილი: გვინდა, რომ მომავალი წლის გეგმებში ჩადებული იყოს უფრო ეფქტური მუშაობა ინტეგრაციის მიმართულებით

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სამინისტროს მიერ ამ დრომდე განხორციელებულ შეხვედრებს აჯამებს.

როგორც მან დღეს, for.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტროს საქმიანობის 60-70% დღეს უფრო ინტეგრაციის მიმართულებითაა დატვირთული.

მისივე თქმით, წლის ბოლოსთვის, სამინისტროს უკვე აქვს მონახაზები, რა კუთხით უნდა გაგრეძელდეს მუშაობა მომავალი წლის განმავლობაში.

მინისტრი მიიჩნევს, რომ მომავალი წლის გეგმებში ინტეგრაციის მიმართულებით უფრო ეფექტური მუშაობა უნდა განხორციელდეს.

„ვინაიდან გასაკეთებელი უფრო ბევრია ინტეგრაციის საკითხებში, ჩემი ამოცანა იყო გავცნობოდი იმ ვითარებას ადგილებზე, რაც ინტეგრაციის საკითხებს ეხება. მომიწია ყოფნა იმ რეგინებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ვიყავი მარნეულში, სადაც შევხვდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე, ვიყავი ნინოწმიმნდაში, პანკისის ხეობაში, ბათუმში, სადაც შევხვდი ეთნიკურ აფხაზებს რომლებიც ცხოვრობენ ბათუმში და გვინდა, რომ მომავალი წლის გეგმებში ჩადებული იყოს უფრო ეფქტური მუშაობა ინტეგრაციის მიმართულებით“ - განაცხდა პაატა ზაქარეიშვილმა.