რამზან კადიროვი ჟერარ დეპარდიეს ჩეჩნეთში ეპატიჟება

რამზან კადიროვი ჟერარ დეპარდიეს ჩეჩნეთში ეპატიჟება

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის განცხადებით, უდიდეს ფრანგ მსახიობს ალბათ ჰქონდა მიზეზი უარი ეთქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე,ამიტომ ის მოხარული იქნება თუ ფრანგი მსახიობი გადაწყვეტს და საცხოვრებლად ჩეჩნეთში გადავა.

„თუ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება და ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობას მიანჭებს,  ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის,ფრანგ მსახიობს საუკეთესო პირობები შეუქმნას მოღავწეობისთვის“,-აცხადებს კადიროვი.

კადიროვის განცხადებით, ჟერარ დეპარდიე უდიდესი მსახიობია და „არცერთი ქვეყანა არ დაფიქრდება, ისე გაუხსნის მას კარებს“.

შეგახსნებთ, ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ დეკემბრის დასაწყისში უარი განაცხადა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, დააბრუნა ფრანგული პასპორტი და ბელგიის ხელისუფლებას მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მიმართა. დეპარდიემ ეს გადაწყვეტილება 2012 წლის ოქტომბრის კანონპროექტიდან გამომდინარე მიიღო,რომლის თანახმადაც, საფრანგეთის ხელისუფლებამ მდიდრებს გადასახადები გაუზარდა.

 ფრანგული Le Monde ამ დროს ჟერარ დეპარდიეს განცხადებას აქვეყნებს .მსახიობის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მას მიმართა და რუსეთში მიიწვია.“პუტინმა პასპორტი უკვეგამომიგზავნა“,-აცხადებს დეპარდიე ფრანგულ გამოცემასთან.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვმა კი ფრანგულ სააგენტო Agence France-Presse-ს განუცხადა, რომ დეპარდიეს განცხადება ალბათ  ხუმრობაა.

„ალბათ, ეს ხუმრობაა.მე ამის შესახებ არაფერი მსმენია“,-აცხადებს პრეზიდენტის პრესმდივანი.