ალექსანდრე ხეთაგურს საკმაოდ მძიმე ბრალდებას წარუდგენენ

ალექსანდრე ხეთაგურს საკმაოდ მძიმე ბრალდებას წარუდგენენ

ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით, ალექსანდრე ხეთაგურს საკმაოდ მძიმე ბრალდებას წარუდგენენ.

აღნიშნულის შესახებ, ადვოკატმა მოდულის შენობის წინასწარი დაკავების იზოლატორში საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის II და III ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს. ადვოკატის თქმით, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე ნაწილით კი, გათვალისწინებულია 11-დან 15 წლამდე პატიმრობა.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია, თუ რა მტკიცებულებები გააჩნია ბრალდების მხარეს.

„საქმის მასალები ამ დრომდე არ მიგვიღია. მასალები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გადმოგვეცემა, რის შემდეგაც გავიგებთ, თუ რა მტკიცებულებები აქვს ბრალდები მხარეს“, - განაცხადა დავით ხაჟალიამ.