უსუფაშვილი მსოფლიო პატრიარქს რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში უმასპინძლებს

უსუფაშვილი მსოფლიო პატრიარქს რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში უმასპინძლებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საიუბილეო ღონისძიბებთან დაკავშირებით, ქვეყანას იანვარში მსოფლიო პატრიარქი ეწვევა, რომელსაც კანონმდებლები რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში უმასპინძლებენ.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის  საიუბილეო ღონისძიბებთან დაკავშირებით, იანვარში ქვეყანას მსოფლიო პატრიარქი ეწვევა.

„მისი სტუმრობის ფარგლებში კი, დაგეგმილია მიღების გამართვა პარლამენტის თავმჯდომარის ეგიდით. ხომ არ სჯობს, რომ  მსოფლიო პატრიარქს სწორედ თბილისის პარლამენტში – „A“ კორპუსში ვუმასპინძლოთ, რომელიც იქნება ჩვენი პირველი და სიმბოლური დაბრუნება თბილისში“, - მიმართა კითხვით დეპუტატებს სპიკერმა, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს.