აუსრულეთ   იუვენილური  ართრიტით დაავადებულ  ბავშვებს სურვილები

აუსრულეთ იუვენილური ართრიტით დაავადებულ ბავშვებს სურვილები

დღეს, ზალიკო სულაკაურის სადღესასწაულო გასართობ ცენტრში   იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყო. ღონისძიების ინიციატორი „იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების მშობელთა კავშირი“ იყო, რომელიც უკვე ერთი წელია დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

ღონისძიება  რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა მაკა იოსელიანმა მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს დაავადების პრობლემის არსი და  იუვენილური ართრიტის გამომწვევ მიზეზებსა და მათ დაძლევის გზებზე ისაუბრა.

ზალიკო სულაკაურმა სპეციალურად იუვენილური ართრიტით დაავადებული  ბავშვებისთვის   ხატვის გაკვეთილი მოაწყო. ამ დღეს  პატარებმა   სურვილები აისრულეეს: დახატეს, ირბინეს იცეკვეს და ზღაპრის გმირებთან ერთად. გაერთნენ.

ღონისძიების მიზანი იყო დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რაც დაავადებულ პატარაებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში.