ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ერთი ჯარისკაცი გაუჩინარდა

ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ერთი ჯარისკაცი გაუჩინარდა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ერთი ჯარისკაცი გაუჩინარდა.

„19 დეკემბერს, ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან  ჯარისკაცი ჯერ-ჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მიმდინარეობს ქართველი სამხედროს „ძიება- გადარჩენის“  ოპერაცია, რომელსაც  საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა ახორციელებს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.

„ძიება-გადარჩენის“ ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები არ სახელდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.