შეიარაღებული ძალების სერჟანტი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შეიარაღებული ძალების სერჟანტი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

შეიარაღებული ძალების სერჟანტი, ეკატერინე სამსონიძე დღეს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„1970 წელს დაბადებული ეკატერინე სამსონიძე მე-3 ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის კავშირგაბმულობის საშუალებების აღმრიცხველი იყო. იგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2003 წლიდან მსახურობდა. მას 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიაში აქვს  მონაწილეობა მიღებული. ასევე, უმწიკვლო სამსახურისთვის მე-3 ხარისხის მედლით არის დაჯილდოებული.საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.