სააკაშვილი: რამდენი ბულდოზერიც არ უნდა მომართონ, ჩვენს მიერ, აშენებულ შენობებს ვერავინ  გაანადგურებს

სააკაშვილი: რამდენი ბულდოზერიც არ უნდა მომართონ, ჩვენს მიერ, აშენებულ შენობებს ვერავინ გაანადგურებს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს მომავალი 50 წელი არ ეყოფა, რომ ყოფილი ხელისუფლების აშენებული დაანგრიოს.

„აქ არ არის მარტო საუბარი ცალკეულ პარტიის განადგურება-არგანადგურებაზე. რამდენი გეგმებიც არ უნდა დააწყონ და რამდენი ბულდოზერიც არ უნდა მომართონ, ვერავინ ვერ გაანადგურებს ჩვენს მიერ აშენებულ შენობებს. იმდენი ავაშენეთ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ეყოფა მომავალი 50 წელი, რომ ჩვენი აშენებული მიწასთან გაასწოროს, როგორც იმუქრება. მთავარი ჩვენ რაც შევქმენით არის ის, რომ შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

აღნიშნულის შესახებ, განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოში გამართული შეხვედრისას განაცხადა.