დღეს, „ნაც.მოძრაობა“ დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან აქციას გამართავს

დღეს, „ნაც.მოძრაობა“ დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან აქციას გამართავს

დღეს,  დიღომში პოლიციის სამმართველოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისა და სხვა დაკავებულების  მხარდასაჭერად, აქციას გამართავენ.

აქცია 14:30 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, განათლების ყოფილი მინისტრი,  ნიკა გვარამია,  ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა დამენია, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური და კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორი, დევი კანდელაკი გუშინ დააკავეს.

მათ არასამეწარმეო მიზნით 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსათვის, ენერგოკომპანიების მიერ, თითქოს-და საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვას ედავებიან.

ნიკა გვარამია ამ დროისთვის დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.