„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები გამოძიების დასრულებამდე ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლები გამოძიების დასრულებამდე ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები გამოძიების დასრულებამდე ტელეკომპანიის დირექტორის,  ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს, დილის 11 საათზე, არხის გენერალური დირექტორი, გამოძახებისთანავე გამოცხადდა დაკითხვაზე და ის არ ამბობს უარს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

შესაბამისად, ტელეკომპანია მიმართავს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას,  გამოძიების დასრულებამდე,  გაათავისუფლონ არხის გენერალური დირექტორი და არ დააყენონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, აღმკვეთ ღონისძიებად წინსწარი პატირობის შეფარდების თაობაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, „რუსთავ 2“-ის ხელმძღვანელის დაკავება აღიქმება, როგორც არხის მუშაობისთვის ხელის შეშლა და „რუსთავი 2“-ზე ზეწოლის მცდელობა.

ჩვენ თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მისცენ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს არხზე მუშაობის საშუალება“, - ნათქვამია ტელეკომპანიის თანამშრომლების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.