„რუსთავი 2

„რუსთავი 2"-ის მფლობელები ნიკა გვარამიას დაკავებას დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე პირდაპირ ზეწოლად მიიჩნევენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებელი გიორგი ყარამანაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავებას არხის მფლობელები აღიქვამენ, როგორც პირდაპირ ზეწოლას დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე და ტელეკომპანიის მუშაობის შეფერხების მცდელობას.

„მე არ ვიმყოფები საქართველოში და, პირველივე შესაძლებლობისთანავე, დავბრუნდები თბილისში. მანამდე, მივმართავ „რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელს - მიუხედევად შექმნილი ვითარებისა, განაგრძონ მუშაობა, რათა არხის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას" - ნათქვამია გიორგი ყარამანაშვილის განცხადებაში.