საგამოძიებო სამსახური კახა დამენიას პირადი სეიფიდან თანხის ამოღების შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახური კახა დამენიას პირადი სეიფიდან თანხის ამოღების შესახებ ვიდეომასალას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა დამენიას პირადი სეიფიდან თანხის ამოღების ვიდეომასალას ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებუილი ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ნიკა გვარამიასა და კახა დამენიასთვის ცნობილი გახდა, რომ საკითხის შესწავლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდა, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით დამენიას პირად სეიფში მოთავსებულ იქნა თითქოსდა შპს „ელენდეფ სერვისის" სალაროს ნაშთის თანხა 1 184 950 ლარი.

„თანხა გამოძიების მიერ ამოღებულია" - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების და ამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასასახო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა. დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებული არიან: საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსებისა ასევე, ფინანთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია, „ხრამჰესი 1", „ხრამჰესი 2", შპს „მტკვარი ენერგეტიკის" და კომპანია „თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს „ელენდეფ სერვისის" დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის" დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.