მინდა ვხატო, მინდა ვიარო, მინდა ვირბინო, მინდა ვიცეკვო, მინდა დავინახო!

მინდა ვხატო, მინდა ვიარო, მინდა ვირბინო, მინდა ვიცეკვო, მინდა დავინახო!

19 დეკემბერს, 13:00  საათზე ზალიკო სულაკაურის სადღესასწაულო გასართობ ცენტრში (მის: ვეკუას 3, სავაჭრო ცენტრი „ჯი-თი-სი“) იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური ღონისძიება მოეწყობა. ღონისძიების ინიციატორია „იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების მშობელთა კავშირი“, რომელიც უკვე ერთი წელია დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი მაკა იოსელიანი მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს გააცნობს დაავადების პრობლემის არსს, ისაუბრებს  იუვენილური ართრიტის გამომწვევ მიზეზებსა და მათ დაძლევის გზებზე.

ზალიკო სულაკაური სპეციალურად იუვენილური ართრიტით დაავადებული  ბავშვებისთვის მოაწყობს ხატვის გაკვეთილს. ამ დღეს ისინი სურვილებს აისრულებენ: დახატავენ, ირბენენ, იცეკვებენ და გაერთობიან ზღაპრის გმირებთან ერთად.

ღონისძიების მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რაც დაავადებულ პატარაებს დაეხმარება მეტის გაკეთება შეძლონ დამოუკიდებლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მაღალი ფასი გამო მხოლოდ ერთეული პაციენტები იღებენ ადექვატურ და დროულ მკურნალობას. სახელმწიფო პროგრამების არარსებობა მნიშვნელოვნად ამძიმებს დაავადებული ბავშვების პროგნოზს. აღნიშნულის გარდა, თავად პაციენტებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მათი მშობლების არასწორი დამოკიდებულება დაავადებასთან, პაციენტის მძიმე მდგომარეობის არაადექვატური შეფასება და დაავადების შესახებ ინფორმაციის დეფიციტი.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება კლიპის პრეზენტაცია, რომელიც დაავადების მძიმე პროგნოზზე გვაწვდის ინფორმაციას.

ღონისძიება ტარდება იუვენილური რევმატოიდური ართრიტით დაავადებული ბავშვებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დარგის სპეციალისიტები, ჟურნალისტები და მოწვეული სტუმრები.

დღესდღეობით, რევმატოლოგია ერთ-ერთი ყევლაზე სწრაფად განვითარებადი მედიცინის დარგია. მსგავსი პროგესი არ ყოფილა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში. თუმცა დაავადების სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ საგანგაშოა. იუვენილური ართრიტი 6 თვიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება, სამწუხაროდ, კონკრეტული გამომწვევი მიზეზი უცნობია. იუვენილური ართრიტით ყოველი 100 000 ბავშვიდან დაახლოებით 100 ავადდება, ბავშვების ნახევარზე მეტს უვითარდება ქრონკული პერსისტენტული ართრიტი, ხოლო მათ ნახევრს აღენიშნება მნიშვენლოვანი შრომისუუნარობა და ინვალიდობა. პაციენტთა ნახევარზე მეტი, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისას, 5-10 წლის განმავლობაში III-IV ჯგუფის ინვალიდი ხდება.

„იუვენილური ართრიტით დაავადებული ბავშვების მშობელთა კავშირი“ დაარსდა 2011 წლის 3 ოქტომბერს. კავშირის ძირითადი მიზანია საზოგადოების ცნობადობის გაზრდა დაავადებასთან მიმართებაში. სტანდარტული თერაპიისადმი რეზისტენტული პაციენტების (განსაკუთრებით მძიმე ფორმების) ადეკვატური მკურნალობის უზრუნველყოფისთვის ზრუნვა. საზოგადოებაში დაავადებულ ბავშვთა სრულფასოვანი ინტეგრირების ხელშეწყობა, პერმანენტული ურთიერთობა პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაცისთან, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დას ხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაციებთან დაავდების გარშემო არსებული სიახლეების, მეთოდების, ახალი მედიკამენტების გაზიარების თვალსაზრისით.

საკონტაქტო პირი: თინათინ სამყურაშვილი 555 65 67 05, 2995452