ჩინელ ჩინოვნიკს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯიან

ჩინელ ჩინოვნიკს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯიან

გამოცემა „სინხუას“ ინფორმაციით, ჩინელ ჩინოვნიკს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით 2 წლის პატიმრობის შემდეგ დასჯიან. ეს გადაწყვეტილება ჩინურმა სასამართლომ დღეს მიიღო.

ცძიანსის პროვინციის გენერალურ მდივანს უ ჩჟიმინს ბრალად 7,5 მილიონი დოლარის ქრთამად აღება ედება. ის სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა და ბიზნესმენებისგან  სხვადასხვა მომსახურეობის გაწევისთვის  თანხებს იღებდა. .

ჩინეთის უმაღლესმა სასამართლომ უ ჩჟიმინს ორი წლის შემდეგ სიკვდილით დასჯა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა.

2011 წელს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სიკვდილით დასჯა დაუყოვნებლივ აღარ აღასრულოს და სააპელაციო სასამართლომ კიდევ  ერთხელ გადახედოს  განაჩენს.