პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილსა და რიჩარდ ნორლანდს შორის პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილსა და რიჩარდ ნორლანდს შორის პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შორის საქართველოს მიერ პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

„ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ საქართველოს დადებითად მიეცა ხმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ საკითხზე ელჩ ნორლანდსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის საუბარს საერთოდ არ ჰქონია ადგილი. ხმის მიცემაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ასეთი შემთხვევებისთვის, საქართველოს მთავრობაში არსებული პროცედურების მიხედვით" - აღნიშნულია განცხადებაში.