ნიკა გვარამია,  ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი და კახა დამენია დააკავებულები არიან

ნიკა გვარამია, ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი და კახა დამენია დააკავებულები არიან

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან ერთად,  ნიკა გვარამია,  ალექსანდრე ხეთაგური, დევი კანდელაკი და კახა დამენია დააკავა - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, ისინი, არასამეწარმეო მიზნით, 2012 წლის ივლისში შექმნილი ცრუ საწარმოსთვის ენერგოკომპანიების მიერ თითქოსდა საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით იკითხებოდნენ.

მათ გარდა დაკავებულები არიან, აგრეთვე, გიორგი ნესმიწვერიძე და იზაბელა გუტიძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკავებულების  დაკითხვა 7  საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.