ბობოხიძე ვანის რაიონის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს

ბობოხიძე ვანის რაიონის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე ვანის რაიონის პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს.

როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ბობოხიძემ განაცხადა, პოლიციის  უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები ალეკო ქავთარაძე ტყეში გაიყვანა  და მისგან ინფორმაციის იძულების მიზნით, გასროლა მოახდინა.

„გთხოვთ, რომ ეს საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოთ. ამ პირის მიმართ,  მიზანმიმართული სროლა არ ყოფილა, მაგრამ  ეს ადამიანი ფეხში დაიჭრა. პოლიციის მოადგილე თანანმდებობიდან გათავისუფლდა და ჟურნალისტები ვინც ამ საკითხით  დაინტერესდნენ ოჯახმა სახლში არ შეუშვა. ამ ადამიანს კი, ფეხზე აქვს ტყვიისგან მიყენებული ჭრილობა. მართალია, პოლიციის მოადგილე უკვე დასჯილია და ის პოსტიდან გაუშვეს, მაგრამ სხვა მოტივებით და რეალური მოტივები საინტერესოა“, - აცხადებს დეპუტატი.