სახალხო დამცველის მოადგილედ პაატა ბელთაძე დაინიშნა

სახალხო დამცველის მოადგილედ პაატა ბელთაძე დაინიშნა

სახალხო დამცველის მოადგილედ პაატა ბელთაძე დაინიშნა. უჩა ნანუაშვილმა თავისი მოადგილე ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარუდგინა.

პაატა ბელთაძის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 1993 წლიდან საქმიანობს.

მისი ცნობით, მუშაობდა “დილის გაზეთში" ადამიანის უფლებებისა და მართლმასჯულების მიმართულებით. 1997-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის მოწვეული სპეციალისტი, იურისტი. ამასთან, პაატა ბელთაძე იყო დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს დამფუძნებელი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის დამფუძნებელი, მმართველი კომიტეტის წევრი და პირველი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.

ამასთან,  პაატა ბელთაძე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის იულონ გაგოშიძის მოადგილე იყო. 2010 წლიდან კი მუშაობდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის უფროსად.