პენტაგონს  კვლავ  ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებენ

პენტაგონს კვლავ ინფორმაციის გაჟონვაში ადანაშაულებენ

პენტაგონი სამხედრო გამოძიებას აწარმოებს და ცდილობს დაადგინოს,ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაზვერვის საკითხებში მაიკლ ვიკერსმა მიაწოდა თუ არა საიდუმლო ინფორმაცია ჟურნალისტებს მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის შესახებ.

პენტაგონის შეფს ლეონ პანეტას გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა და აცხადებს, რომ წარმოუდგენელია მის მოადგილეს  ვიკერსს პენტაგონიდან საიდუმლო ინფორმაცია გაეტანა.

 „ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მაიკლ ვიკერსის წინააღმდეგ გენერალური ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს. ლეონ პანეტა მთლიანად ენდობა მის მოადგილეს  და თვლის,რომ ის ნამდვილი პროფესიონალია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში,მან მრავალი წელი იმუშავა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობებზე,მათ შორის სპეცსამსახურებში, დაზვერვასადა პენტაგონში“,-აცხადებს პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი ჯორჯ ლიტლი.

მაიკლ ვიკერსი ლეონ პანეტას ერთ-ერთ შემცვლელად ითვლება,თუმცა რესპუბლიკელები წინააღმდეგნი არიან ლეონ პანეტას გუნდის და  აცხადებენ, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში პენტაგონიდან ბევრი საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა.