სირიაში გატაცებული რუსი და იტალიელი მოქალაქეების გამოსასყიდად თანხებს თხოულობენ

სირიაში გატაცებული რუსი და იტალიელი მოქალაქეების გამოსასყიდად თანხებს თხოულობენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,სირიაში გატაცებული რუსი და იტალიელი მოქალაქეების გასათავისუფლებად თანხას თხოულობენ, თუმცა გამოსასყიდი თანხის რაოდენობაარ სახელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსი მოქალაქეები გორელოვი და ჰასუნი,რომელიც ასევე სირიის მოქალაქე გახლავთ, ასევე იტალიელი მარიო ბელუმო უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა  ქალაქ ჰომსთან ახლოს  გაიტაცეს.სამივე მათგანი ფოლადსადნობი საწარმოს თანამშრომლები  იყვნენ.  

სირიაში რუსეთის საელჩოს განცხადებით,ისინი აქტიურ მოქმედებებს აწარმოებენ

გატაცებულთა გამოსახსნელად,დაწვრილებითი ინფორმაცია,უსაფრთხოების  ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება.