პარლამენტი დავითაშვილს ინიციატივებს არ სწყალობს

პარლამენტი დავითაშვილს ინიციატივებს არ სწყალობს

ჯანდაცვის  კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ჩავარდა.  

საუბარია „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე, რომელიც მონოპოლური ვერტიკალების დაშლას გულისხმობს.

ცვლილების ავტორის შეფასებით, პროექტი ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას და სანდო ფარმაცევტულ პროდუქტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდას, სადაზღვევო საქმიანობის განვითარებას და თვითგაძლიერებას. 

დავითაშვილისგან განსხვავებით, გუგული მაღრაძემ  საკითხი მოუმზადებლად მიიჩნია და მხარი არ დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ კობა დავითაშვილს ინიციატივასთან დაკავშირებით, გუშინ  ბიუროს სხდომის დატოვებაც მოუწია. კანონმდებელმა საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, მოგვიანებით კი, რეგლამენტის პროცედურების დარღცევის გამო, მას დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომა დაატოვებინა.