თეა წულუკიანი: ბაჩო ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, არაფერი დაშავდება

თეა წულუკიანი: ბაჩო ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, არაფერი დაშავდება

ბაჩო ახალაია ახალ წელს თუ ციხეში შეხვდება, ამით არაფერი დაშავდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა კითხვები ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადებზე დაუსვეს. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ბრალდების მხარე საკუთარი პოზიციის მომზადებისთვის საჭირო დროს ბოლომდე გამოიყენებს.

„ბრალდება ცდილობს, რომ მთავარი აქცენტი დარჩეს მტკიცებულებებზე და არა რაღაცა ტიპის განცხადებებზე. სანამ ბრალდებას სჭირდება საკუთარი პოზიციისთვის მოსამზადებელი დრო, ეს დრო იქნება ბოლომდე გამოყენებული. რაც შეეხება ბაჩო ახალიას წინასწარ პატიმრობაში ყოფნას, არაერთი პატიმარი შეხვედრია ახალ წელს ციხეში. ამიტომ, თუ თვითონაც ახალ წელს ციხეში შეხვდება, ამით არაფერი დაშავდება"-განაცხადა თეა წულუკიანმა.