საკანონმდებლო პაკეტთა ერთი საკანონმდებლო აქტით ინიცირება აღარ მოხდება

საკანონმდებლო პაკეტთა ერთი საკანონმდებლო აქტით ინიცირება აღარ მოხდება

პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტთა ერთი საკანონმდებლო აქტით ინიცირება აღარ მოხდება.

შესაბამისი ცლილება - „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში და  რეგლამენტში  შედის, რომლის ავტორიც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირინე იმერლიშვილია.

დღეს მოქმედი ნორმით, „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შესახებ“ სახელწოდებით რამდენიმე საკანონმდებლო პროექტის ინიცირება ხდება და ამ ზოგადი სახელის მქონე პროექტის ფარგლებში, რამდენიმე კანონში საკმაოდ მნიშვნელოვანი შინაარსის ცვლილებების შეტანა ხორციელდებოდა.

ცვლილებებით, კანონპროექტთა ასეთი წესით მიღება უქმდება. პროექტის მიხედვით,  თუკი კანონპროექტი სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანას იწვევს, მას შესაბამისი პროექტი თან უნდა დაერთოს და წარმოდგენილ იქნას საკანონმდებლო პაკეტის სახით.