„თავისუფალი საქართველო

„თავისუფალი საქართველო" მოითხოვს „ნაციონალურ მოძრაობას" სახელწიფო დროშის პარტიულ დროშად გამოყენება აეკრძალოს

პარტია „თავისუფალი საქართველო" ხელისუფლებას სთხოვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარტიულ დროშად სახელწიფო დროშის გამოყენება აეკრძალოს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, უკვე წლებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიული ინტერსებიდან გამომდინარე სახელმწიფო დროშას იყენებს, რაც კანონდარღვევაა და ამისთვის საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს.

მისი თქმით, „თავისუფალმა საქართველომ" პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საკითხების განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას უკვე მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში თავის პარტიულ დროშად იყენებს საქართველოს სახელმწიფო დროშას. ეს არღვევს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ხელმოწერილ საერთაშორისო დოკუმენტებს"- განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.

ბრიფინგს „თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძეც ესწრებოდა, რომლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის საკითხების განსახილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ „თავისუფალი საქართველოს" მიერ პარლამენტის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება შეისწავლა და დადებითი დასკვნა გამოსცა.

პარტიაში აცხადებენ, რომ ხვალ საპარლამენტო კომიტეტები აღნიშნული წინადადებების განხილვას დაიწყებენ.