პატრუშევი: რუსეთში „ფერადი რევოლუციები“ არ იქნება

პატრუშევი: რუსეთში „ფერადი რევოლუციები“ არ იქნება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პეტრუშევის განცხადებით, რუსეთში „ფერადი რევოლუციების“ საშიშროება არ დგას.

პატრუშევის განცხადებით, რევოლუციებს ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს,რუსი ოპოზციონერები კი მოქალაქეების პოლიტიკურ აქტივობას იმისთვის იყენებდნენ,რომ დედაქალაქში და სხვა ქალაქებშიც მასობრივი არეულობისთვის შეეწყოთ ხელი.

რუსი ოპოზციის ლიდერები  კონსტანტინე ლებედევი და ლეონიდ რაზვოზჟაევი ამჟამად დაპატიმრებულები არიან, „მესამე ფრონტის“ კოორდინატორი სერგეი უდალცოვი კი პროკურატურამ ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილის დაწერის  შემდეგ გამოუშვა. რუსეთის პროკურატურამ კი ფილმ „პროტესტის ანატომია-2“-ზე დაყრდნობით საქმე აღძრა რუსი ოპოზიციონერების წინააღმდეგ.საქმეში ქართველი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის სახელი და გვარიც ფიგურირებს, რომელიც რუსულ ოპოზიციას  აფინანსებდა. რუსულმა მხარემ საქართველოს თარგამაძესთან დაკავშირებით“ საგამოძიებო თანამშრომლობა“ უკვე სთხოვა.