პოლონეთი რუსეთს “სმოლენსკის ტრაგედიის“ სწრაფად დასრულებას სთხოვს

პოლონეთი რუსეთს “სმოლენსკის ტრაგედიის“ სწრაფად დასრულებას სთხოვს

 პოლონეთი რუსეთს თვითმფრინავ Ту-154–ის ნარჩენების სასწრაფო დაბრუნებას სთხოვს, რომელმაც 2010 წლის აპრილში სმოლენსკთან ტრაგედია განიცადა. კატასტროფას მაშინ 96 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის,მისი მეუღლის და პოლონეთის მთავრობის დიდი ნაწილის.

პოლონეთის შს მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, „სმოლენსკის ტრაგედიის“ გამოძიების გახანგრძლივება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ჩრდილს ჰფენს.

სიკორსკის რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი კი პასუხობს, რომ  გამოძიებისას დათქმულ დროში ჩატარება წარმოუდგენელია,რადგან გამოძიება სრულფასოვნად უნდა დასრულდეს.

„ხელოვნური ვადების დათქმა ამ საქმეში წარმოუდგენელია. გამოძიება უნდა დასრულდეს მაშინ, როდესაც ყველა მტკიცებულება იქნება შესწავლილი.ეს ჩვენი კანონმდებლობითაა განსაზღვრული და მას ჩვენ ვერ შევცვლით“,-განაცხადა რუსეთის შს მინისტრმა და აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დასრულების ფაზაშია და პოლონურ მხარეს თვითმფრინავის ნარჩენები მალე გადაეცემა.