ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო „ამბასადორში" გუშინ, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა.

დელეგაცია თბილისს 17 დეკემბერს ეწვია. იგი დაკომპლექტებულია 21 კაციანი ჯგუფით, რომელიც შედგება „ბერლინე ცაითუნგის", „ინდეპენდენტის", „ტელეგრაფის", „ტემპსის", „ფრანს 24", „ფიგაროსა" და სხვა ბეჭდური გამოცემებისა თუ ტელეკომპანიების ჟურნალისტებისაგან.

შს მინისტრთან შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელი ჟურნალისტების ყველა კითხვას უპასუხა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო თემებზე.