საიას ახალ თავმჯდომარეს დღეს თამარ ჩუგოშვილი წარადგენს

საიას ახალ თავმჯდომარეს დღეს თამარ ჩუგოშვილი წარადგენს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი დღეს საია-ს ახალ თავმჯდომარეს კახა კოჟორიძეს წარადგენს.

კახა კოჟორიძე თავმჯდომარედ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის გუშინდელ სხდომაზე აირჩიეს.

ის გარკვეული დროის განმავლობაში, საია-ში იურიდიული დახმარების ცენტრს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება თამარ ჩუგოშვილს, ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს ბოლო ორი წლის განმავლობაში იკავებდა.