დღეს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში  ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიური პლენარული სხდომა გაიმართება. საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მხრიდან სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო მარკულისი დაესწრებიან.

საქართველოს დელეგაციაში შედის ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.

სხდომაზე მხარეები იმსჯელებენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.