ამერიკა იარაღის ტარების და შენახვის კანონის გამკაცრებას ითხოვს

ამერიკა იარაღის ტარების და შენახვის კანონის გამკაცრებას ითხოვს

 კონექტიკუტის შტატის  სენდი–ჰუკის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 20 პატარა ბავშვი და 6 მოზრდილი ადამიანიშეეწირა, ამერიკა შოკშია, მოსახლეობა კი იარაღის ტარების და შენახვის კანონის გამკაცრებას ითხოვს.

რეფორმის მომხრეებმა ისევ წამოწიეს დებატები კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით.ექსპერტებს კი ეჭვი ეპარებათ, დაუჭერს თუ არა მხარს კანონს ამერიკის წარმომადგენლობითი პალატა, სადაც უმეტესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ის, როგორც ყველა სხვა ამერიკელი,  შეძრულია მომხდარითდა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ყველა ღონეს იხმარს, მომხდართან  დაკავშირებით.

გამოცემა Mother Jones–ის ინფორმაციით, 1982 წლიდან მოყოლებული ამერიკაში 62 მასობრივი მკვლელობის ფაქტია დაფიქსირებული, ტრაგედიის მომწყობების უმეტესობას კი  იარაღის ტარების უფლება ოფიციალურად გააჩნდა.