რიჩარდ ნორლანდი და კონსტანტინე კუბლაშვილი ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ

რიჩარდ ნორლანდი და კონსტანტინე კუბლაშვილი ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ხვალ სისხლის სამართალში ადვოკატირების ეროვნული იმიტირებული პროცესის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.

ცერემონია უზენაეს სასამართლოს შენობაში 16:30 საათზე გაიმართება.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ-ის მთავრობა უზრუნველყოფს. კონკრუსი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის შემადგენელი ნაწილი.

პროექტი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, იურიდული პროფესიული გაერთიანებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კომერციული სამართლის განვითარებას და კომერციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში რვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, კერძოდ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა.