EBRD-ის კვლევის მიხედვით, საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯგუფში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

EBRD-ის კვლევის მიხედვით, საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯგუფში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 31 ქვეყნის საკომუნიკაციო სექტორის კვლევა ჩაატარა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო.

კვლევა მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის საკომუნიკაციო სექტორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო დოკუმენტთან შესაბამისობის შემოწმებას, რომელსაც საქართველო 2000 წელს შეუერთდა. ასევე, კვლევა მიზნად ისახავდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემუშავებული ჰარმონიზებულ სამართლებრივ და მარეგულირებელ დირექტივებთან საქართველოს და სხვა 30 ქვეყნის შესაბამისობაც ყოფილიყო შესწავლილი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2012 წლის კვლევის თანახმად, საქართველომ ამ კუთხითაც მაღალი შეფასება მიიღო.

კვლევის პროცესში 31 ქვეყანა ოთხ ჯგუფად დაიყო. საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯგუფში მოხვდა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქვეყნების შეფასება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით განახორციელა: ურთიერთჩართვა და ქსელის ელემენტებთან დაშვება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების კონცეფციის არსებობა და რეგულაცია, კონკურენციის მექანიზმების უზრუნველყოფა, ბაზარზე დაშვება (სადენიან და უსადენო ქსელში), დავების განხილვისა და გასაჩივრების პროცედურები, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა, უნივერსალური მომსახურება და მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა.

ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით საქართველომ რეგიონის სხვა 11 ქვეყანას შორის უმაღლესი შეფასება მიიღო. ეს ქვეყნებია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, რუსეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, უკრაინა და ტაჯიკეთი.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიიჩნევენ, EBRD-ის კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საკომუნიკაციო ბაზრის პოტენციური ინვესტორებისთვის. ნიშანდობლივია, რომ 2008 წელს ჩატარებული EBRD-ის კვლევის შედეგების მიხედვითაც საქართველომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით