„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის

დროებით მოვალეობის შემსრულებელთა ხელმეორედ დანიშვნის აკრძალვის ამოქმედება 2013 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, 2014 წლის 1-ელი იანვარიდან მოხდება.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება - „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინიტროა.

პროექტის ავტორთა განმარტებით, სამინისტროების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო, შეუძლებელია, მითითებულ მოკლე ვადაში კონკურსების ორგანიზება, მით უმეტეს, რომ 2012 წლის 25 ოქტომბრამდე არსებულ ხელისუფლებას ამისათვის აუცილებელი ზომები არ მიუღია.

„აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული აკრძალვის ძალაში შესვლის გადავადება. ცვლილებების მიზანია, საჯარო სექტორს დამატებითი ვადა მიეცეს, რათა ის მზადყოფნით შეხვდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული აკრძალვის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკადრო, ორგანიზებულ და სხვა სახის საკითხებს, რომლებიც ამ პროცესის გამართულად ადმინისტრირებას უკავშირდება“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.