2012 წლის სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ სტუდენტებებთან დაკავშირებით,  ცვლილება მომზადდა

2012 წლის სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ სტუდენტებებთან დაკავშირებით, ცვლილება მომზადდა

2012 წლის სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული სტუდენტებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გამოყოფა მოხდება.

ამასთან დაკავშირებით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს 89მუხლი ემატება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ 2012 წელს სტიქიური უბედურების დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსება აღემატებოდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწნებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.

ამასთან, ცვლილებებით, ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს საქართველოს მთავრობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. პროექტის ავტორი კი, მთავრობაა.