მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 30 ორგანიზაცია საპროტესტო აქციებს იწყებს

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 30 ორგანიზაცია საპროტესტო აქციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, 30 ორგანიზაცია საპროტესტო აქციებს იწყებს.

აღნიშნულის შესახებ, ორგანიზაციის წამომადგენლებმა დღეს განაცხადეს და შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს.

მათი თქმით, პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით 19 დეკემბრიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქციები გაიმართება.

აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის მიხეილ ანდღულაძის განცხადებით,   პირველი აქცია 19 დეკემბერს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

მისივე თქმით, აქციები გაიმართება მარტვილში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში.

დღესვე მიხეილ ანდღულაძემ ჟურნალისტებს რეჟისორ რეზო ჩხეიძის პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი მიმართვა გააცნო.

რეზო ჩხეიძე უსუფაშვილს ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს და შემდეგ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობას ითხოვს.

სააკაშილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, რომლის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“.

ამავე მოთხოვნით მემორანდუმი გადორმდა,  რომელსაც საზოგადოება „ლაზარე“, „საქართველოს უხუცესთა საბჭო“, „ინვალიდთა ალეანსი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „ჩოხოსანთა კავშირი“,  „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაცია“ და  სხვა ორგანიზაციები უერთდებიან.