Financial Times: ბაშარ ასადის მარცხს მოსკოვიც აღიარებს

Financial Times: ბაშარ ასადის მარცხს მოსკოვიც აღიარებს

ბრიტანული გამოცემის განცხადებით,სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დღეები დათვლილია და ამას მოსკოვიც აღიარებს, რომლის პრაგმატულობაც მისასალემებელია.

 

გამოცემის აზრით, რუსეთის მტკიცე პოზიცია იმასთან დაკავშირებით,რომ არასტაბილურ რეგიონებში მხოლოდ არსებულ ხელისუფლებას შეუძლია მშვიდობის დამყარება, არ გამართლდა, რაც დრო გადის,  რუსეთი საშიშროებას ხედავს იმაში,რომ არ განმეორდეს სირიაში ის,რაც შარშან მოხდა ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მესამე,რუსეთი ხედავს, რომ თითქმის მთელმა მსოფლიომ აღიარა სირიის ოპოზციური კოალცია, როგორც სირიელი ხალხის ლეგიტიმური  წარმომადგენლი.

„რუსეთი ისეთი კატეგორიული აღარ არის თავის მოწოდებებში. ძალიან კარგი იქნება, თუ რუსეთი თავის მოწოდებებს ბაშარ ასადის რეჟიმისკენ მიმართავს და დაარწმუნებს მას, გადადგეს, ამით მოსკოვი კიდევრამდენიმე ასეულ სიცოცხლეს გადაარჩენს“,–წერს სარედაქციო სტატიაში Financial Times.

გაერო–ს მონაცემებით, სირიაში სამოქალაქო ომის განმავლობაში,დაღუპულია 42 000–ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე,მათშორის ქალები და ბავშვები, 300–ზე მეტი  სირიელი კი დევნილად იქცა.