ლიბიის საზღვარი ჩაკეტილ სამხედრო ზონად ცხადდება

ლიბიის საზღვარი ჩაკეტილ სამხედრო ზონად ცხადდება

ლიბიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ქვეყნის სამხრეთ საზღვრები- სუდანთან, ნიგერიასთან, ჩადთან და ალჟირთან.

ქვეყნის შვიდი სამხრეთი პროვინცია ჩაკეტილ საზღვრად გამოცხადდა.

პარლამენტის წარმომადგენლის ომარ ჰუმიდანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქვეყანაში შემომავალ ემიგრანტთა რიცხვის და კონტრაბანდისტული საქონლის ზრდის საფუძველზე.

ლიბიის ხელისუფლების განცხადებით, „ამ პროვინციებში ძალადობა მეფობს და შეიარაღებული დაჯგუფებები მოსახლეობას ხოცავენ,კონტრაბანდისტული საქონლით ვაჭრობა კი უკონტროლო ხდება“,-აცხადებენ ლიბიის ხელისუფლანი.