არეშიძე: კვლევები არ სჭირდება იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრად უფრო დადებითად აფასებს ივანიშვილის საქმიანობას, ვიდრე სააკაშვილისას

არეშიძე: კვლევები არ სჭირდება იმას, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრად უფრო დადებითად აფასებს ივანიშვილის საქმიანობას, ვიდრე სააკაშვილისას

NDI-ის კვლევებში დაფიქსირებული ციფრები საზოგადოების ზოგად განწყობას ნამდვილად გამოხატავს. ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„ნებისმიერ კვლევებს ჩვენ ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყურებდით, მათ შორის NDI-ის კვლევებსაც. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ციფრები შესაძლოა რეალური იყოს. ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრად უფრო დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას, ვიდრე სააკაშვილისას, ამას კვლევები არ სჭირდება. პრინციპში, ეს ის ციფრებია, რომელიც საზოგადოების ზოგად განწყობებს ნამდვილად გამოხატავს, თუმცა, ჩემთვის, NDI-ის იქნება თუ სხვა ტიპის კვლევები, ბევრ კითხვას ბადებს“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგების პრეზენტაცია დღეს