გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ  ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას  „ქართული ოცნება“ შეძლებს

გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას „ქართული ოცნება“ შეძლებს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას კოალიცია „ქართული ოცნება“ შეძლებს, ხოლო 5% აცხადებს, რომ ტერიტორიული საკითხის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“  შეძლებს.

კითხვაზე,  „რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება შეძლებს შემდეგი საკითხების მოგვარებას“  პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა:68% მიიჩნევს, რომ  „ქართული ოცნება“ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, ხოლო 4% ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოგვარებას „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს.

56% მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრიანების საკითხს „ქართული ოცნება“ მოაგვარებს, 10% კი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს.

რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას,  გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ ამ საკითხებს „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს,  68% კი თვლის, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“.

ცნობისთვის, აღნიშნული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1 947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს.