უსუფაშვილმა დავითაშვილს ბიუროს სხდომა დაატოვებინა

უსუფაშვილმა დავითაშვილს ბიუროს სხდომა დაატოვებინა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დეპუტატ კობა დავითაშვილს ბიუროს სხდომა დაატოვებინა.

კობა დავითაშვილი ბიუროს წევრი არ არის, მაგრამ ის როგორც საკანონმდებლო პაკეტთა ინიციატორი ბიუროს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა. დეპუტატმა ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა, რაზეც უსუფაშვილმა განუმარტა, რომ მისი ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილა ვერ მოხდებოდა.

ამის შემდეგ, უსუფაშვილმა მსჯელობა სხვა ინიციატივებზე დაიწყო და განაცხადა, რომ გიგლა აგულაშილის მიერ მომზადებული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მოხდება. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა დავითაშვილმა და მას უსუფაშვილმა ხელშეშლისთვის სხდომის დატოვება მოსთხოვა.

დავითაშვილმა სხდომა დატოვა, მაგრამ დასძინა, რომ „უმჯობესი იყო შენიშვნა მიეღო“.